ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლამ ტყის დაცვის დღე აღნიშნა.
1971 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 21 მარტი გამოცხადდა „ტყის საერთაშორისო დღედ“ და მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება ტყის მნიშვნელობის თაობაზე და გამეჩხრებული ტყის ტერიტორიის შევსება-აღდგენა.