ამაღლების საჯარო სკოლაში ქრომოსომებს არ ითვლიან - მოსწავლეები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს სხვადასხვა აქტივობით გამოეხმაურნენ
30-03-2021

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება იმართება. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაერო-ს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა და მას შემდეგ, საქართველოს  საჯარო სკოლების მოსწავლეები სხვადახვა აქტივობით ცდილობენ, გააგებინონ მსოფლიოს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.

სიკო დოლიძის სახელობის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ამაღლების საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა აქტივობით გამოეხმაურნენ. შედეგად, ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რომ ყოველ 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება; რომ დაუნის სინდრომი, დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა;  არც მემკვიდრეობითია, არც - გადამდები და  მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან! 


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203