ქვიტირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეს პროექტი მიუძღვნეს
30-03-2021

„ტუბერკულოზი განკურნებადია“ - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის X-Xl  კლასის მოსწავლეებმა პროექტის პრეზენტაცია მოაწყვეს. პროექტი მიზნად ისახავდა ტუბერკულოზის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

„დღევანდელი კოვიდპანდემიის პირობებშიც აუცილებელია ტუბერკულოზის პრევენციული ღონისძიებების ცოდნა და დაცვა. მოსწავლეებმა საინტერესო მოხსენებების შემდეგ შეადარეს თანამედროვე მდგომარეობა იმ პერიოდს, როცა არ არსებობდა ტუბერკულოზის აცრა და უამრავი ბავშვი ავადდებოდა.  განიხილეს იმუნიტეტის სახეები და იმსჯელეს ვაქცინაციის მნიშვნელობაზე“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203