თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან სადაც ცნობიერების ამაღლების მიზნით ბავშვებს განუმარტეს რას ნიშნავს დაუნის სინდრომი. მოსწავლეებმა დიდი სიყვარული გამოუცხადეს დაუნის სინდრომის მქონე თანატოლებს და სოლიდარობის ნიშნად შესაბამისი პოსტერებიც შექმნეს.
დაუნის სინდრომი 21 მარტს აღინიშნება და ის ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც 46 ქრომოსომის ნაცვლად, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.
იხილეთ ფოტოები