მეორე სვირის N1 სკოლის დებატების კლუბი მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს
30-03-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში არსებული დებატების კლუბი, რომელსაც უცხო ენების პედაგოგი ლიანა ცხადაძე ხელმძღვანელობს, მუშაობას აქტიურად განაგრძობს.
როგორც კლუბის ხელმძღვანელი ამბობს, დებატ-კლუბში მოსწავლეები ეუფლებიან არა მარტო კრიტიკული აზროვნებისა და ლოგიკურად მსჯელობის უნარებს, არამედ ეჩვევიან გუნდურ მუშაობას, გადაწყვეტილების სწრაფად მიღებასა და დროის ეფექტიანად გამოყენებას.
„მეორე სვირის N1 საჯარო სკოლა უკვე წლებია თანამშრომლობს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტთან, რომლის ხელმძღვანელობითაც, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში დებატების კლუბები ფუნქციონირებს.
სკოლაში დებატების კლუბი 2015 წლიდან არსებობს.
დებატების კლუბში მოსწავლეები ეუფლებიან კარლ პოპერის ღირებულებითი დებატების ტექნიკას; მონაწილეობენ რაიონულ, რეგიონულ და რესპუბლიკურ დებატების ტურნირებში.
პანდემიის პირობებშიც კი, არ შეფერხებულა კლუბის მუშაობა და დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს