იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა გარემოსდაცვით აქციაში ჩაერთო
30-03-2021

2018 წლიდან მსოფლიოში რეციკლირების დღე აღინიშნება. იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლამ, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებულ პროექტში „მდინარეები ნარჩენების გარეშე სუფთა შავი ზღვა ფარგლებში“, მონაწილეობა მიიღო. აღნიშული პროექტის პარტნიორი იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრია“. 

„თარიღთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობისა და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ ორგანიზებით შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჩვენი სკოლის მოსწავლეები და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ თუ რამდენად აქტუალური და მნიშვნელოვანია ნარჩენების გადამუშავების აუცილებლობა გარემოს უსაფრთხოებისა და დედამიწის გადასარჩენად. 
დღესდღეობით სამყარო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. მსოფლიოში იზრდება მოსახლეობის რაოდენობა, მოსახლეობის შემოსავალი და შესაბამისად, მოთხოვნა ამა თუ იმ პროდუქტზე, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ნარჩენად იქცევა. წარმოებაზე მოთხოვნის ზრდა საჭიროებს სულ უფრო და უფრო მეტ რესურსს, რომლის რაოდენობაც დედამიწაზე შეზღუდულია. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ნარჩენების რეციკლირება და რეციკლირების შედეგად აღდგენილი რესურსების წარმოების პროცესში ჩაბრუნება“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203