
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის lVა და lVბ კლასის მოსწავლეებს საინტერესეო გაკვეთილი შესთავაზეს მასწავლებლებმა - თამილა დუმბაძემ და ინგა რიონიძემ.
ინგლისური ენის გაკვეთილზე, თემის უკეთ გაგების მიზნით, მოსწავლეებმა შექმნეს ილუსტრაციები და გამართეს დიალოგები წყვილებში.
„გაკვეთილის თემა იყო: „სუპერმარკეტში“, სადაც ბავშვებმა გამოიყენეს თემასთან დაკავშირებული ლექსიკა. მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი თავიანთ მოვალეობას.
ასეთი სახალისო აქტივობებით მოსწავლეების ჩართულობა და მოტივაცია, უფრო და უფრო იზრდება, იხვეწება მათი სამეტყველო უნარ-ჩვევები, მდიდრდება ლექსიკური მარაგი, რაც ამავდროულად, ხელს უწყობს აკადემიური დონის ამაღლებას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები