რუსთავის N17 სკოლის ეკოკლუბი „დომინანტი“, გარემოსდაცვითი კონკურსის ფარგლებში, მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს გეგმავს
29-03-2021

ლევან გოთუას სახელობის რუსთავის N17 საჯარო სკოლა გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021“ აქტიურად არის ჩართული. 


სკოლის ეკოკლუბი „დომინანტი“,  მოცემული მიზნების შესაბამისად, მუდმივად ახორციელებს აქტივობებს როგორც სკოლაში, ასევე სკოლის გარეთ.

გასულ წელს, სკოლა აღნიშნული პროექტის -„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020“ -ის ფინალისტი იყო და ეკოკლუბელები წელსაც, წარმატების მოლოდინით საინტერესო აქტივობებს გეგმავენ.

„კონკურსის მთავარი მიზანია, მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შეძლონ, განახორციელონ ცვლილებები და გააუმჯობესონ ბუნებრივი და სოციალური გარემო.

ჩვენი ეკოკლუბელები კი მომავალი ლიდერები არიან, რომლებიც ხელს შეუწყობენ სათემო განვითარებას და ცვლილებებს, უკეთესი გარემოს მისაღწევად“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203