წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში დიპლომები დაიმსახურეს
29-03-2021
წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროსა და ვერცხლის დიპლომები დაიმსახურეს.

ოქროს დიპლომების დაიმსახურეს ანიტა შანავამ და ლიზი პაპასქუამ, ხოლო ვერცხლის დიპლომი დაიმსახურა დემეტრე პაპასქუამ.

წალენჯიხის N7 საჯარო სკოლა არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურადაა ჩართული და პატარა იზრუნელებმა კარგად იციან, რომ მათ განვითარებაზე მუდმივად მზრუნველი პროექტი ყოველთვის დგას განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე.

განსაკუთრებით საამაყოა ის, რომ მოსწავლეების მიზანსწრაფულობასა და მონდომება დღითიდღე თვალშისაცემი ხდება, რაზეც მეტყველებს ის შედეგი, რომელიც წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტირებისას აჩვენეს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მოპოვებული წარმატება მივულოცოთ მოსწავლეებს და ვუსურვოთ უამრავი წარმატება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203