ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერადაც, მოსწავლეებმა - ნინო ნადირაშვილმა და ნიკოლოზ ნადირაშვილმა
izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელ ტესტში დიპლომები მოიპოვეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.