ზემო ქედის N2 საჯარო სკოლის წარმატებული აბიტურიენტი მაგდა ყველაშვილი „ეტალონმა“ დააჯილდოვა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე მაგდა ყველაშვილი ონლაინ-თამაშში - „საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.მოსწავლეს „ეტალონის“ ONLINE ინტელექტუალურ კონკურსში მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა.
„აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი“ ეს არის უნიკალური დისტანციური ONLINE ინტელექტუალური ინტერნეტ გადაცემა-თამაში, მეყსეული ONLINE შეფასებებით და იქვე გამოვლენილი გამარჯვებულებით, რომლებსაც ახლო მომავალში ძალიან ბევრი წახალისება და პერსპექტივა ელით.
უპრეცედენტო პროექტი „ზუმის“, „ეტალონის“ კითხვების მეთოდოლოგიისა და
izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების შერწყმის საფუძველზე შეიქმნა.