გეგუთის ვარციხჰესების​ საჯარო სკოლის აბიტურიენტი დავით ხათრიძე „ეტალონმა“ დააჯილდოვა 
29-03-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ხათრიძე ონლაინ-თამაშში - „საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.

მოსწავლეს  „ეტალონის“ ONLINE ინტელექტუალურ კონკურსში მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა.

„აბიტურიენტთა  თანავარსკვლავედი“ ეს არის უნიკალური დისტანციური ONLINE ინტელექტუალური ინტერნეტ გადაცემა-თამაში, მეყსეული ONLINE შეფასებებით და იქვე გამოვლენილი გამარჯვებულებით, რომლებსაც ახლო მომავალში ძალიან ბევრი წახალისება და პერსპექტივა ელით.

უპრეცედენტო პროექტი „ზუმის“, „ეტალონის“ კითხვების მეთოდოლოგიისა და izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების შერწყმის საფუძველზე შეიქმნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203