კვახჭირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ელენე სულაბერიძემ და ანასტასია ჩხიკვაძემ izrune.ge-ს დიპლომები დაიმსახურეს
29-03-2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლის ​მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერადაც, სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა - ელენე სულაბერიძემ და ანასტასია ჩხიკვაძემ  izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელ ტესტში დიპლომები მოიპოვეს.

 izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203