
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა აჭარაში, ირმა გაბინაშვილმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ-შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობას, ევროინტეგრაციის პროცესს, მიღწევებსა და გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებითა და სტრატეგიული პარტნიორობით ჩვენი ქვეყნისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობაზე; კერძოდ - იმ პროგრამებზე, რომლებში ჩართულობაც, თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი.
საუბარი შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდას, მისგან მომდინარე საფრთხეებს. გაიმართა დისკუსია, ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე. შეხვედრას, რომელიც სამოქალაქო განათლების პედაგოგის ნატალია ქადაგიძის ინიციატივით შედგა, ჭარნალის საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი შორენა ბერიძე ესწრებოდა, რომელმაც ევროინტეგრაციის საკითხებზე ახალგაზრდების სწორად ინფორმირებასა და უახლესი გზავნილების მიწოდების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
იხილეთ ფოტოები