„სიკეთე გადამდებია“ - წყალტუბოს N1 სკოლამ სამეგრელოს რეგიონში 30-მდე შეჭირვებულ ოჯახს შემოწირულობები გადასცა 
29-03-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლამ პროექტის - „სიკეთე გადამდებია“ ფარგლებში, მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ შეგროვებული შემოწირულობები სამეგრელოს რეგიონში 30-მდე შეჭირვებულ ოჯახს ჩაუტანა.

სკოლის ინფორმაციით, პედაგოგებმა და მოსწავლეთა მშობლებმა მარტვილში მდებარე ეკლესია-მონასტრებიც მოილოცეს.

„საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოლოცვა ჩვენთან ტრადიციად იქცა. 

სკოლის ეკო-კლუბ „ნიამორის“ სახელით, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში დავრგეთ მარადმწვანე ხეები, ასევე სიმბოლურად სკოლის ეზოშიც დირექტორის, ფაქიზო ფანჩულიძის დაბადების დღის აღსანიშნავად, დავრგეთ კვიპაროსი. დე, იხაროს და იშრიალოს ამ ნერგებმა, ნიშნად დიდი სიყვარულისა და მეგობრობისა.

დედათა მონასტერსა და სალხინოს ეკლესიას შევწირეთ ჩვენს მიერ დამზადებული თექის ჯვრები. უფალს ჩვენი ოჯახები, ჩვენი სკოლა და სრულიად საქართველო შევავედრეთ“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203