„ქალები კაცობრიობისთვის“ - კაჭრეთის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა
29-03-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლის ეკო-კლუბი, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნებზე მუშაობს, მარტში პროექტს „ქალები კაცობრიობისთვის“ ახორციელებდა.
სკოლის ინფორმაციით, პროექტი მიზნად ხარისხიანი განათლებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა.
„პროექტი მოიცავდა სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა ინფორმირებულობის გაზრდას ქალის როლზე კაცობრიობისთვის.
პროექტის ფარგლებში, გაკეთდა პრეზენტაციები ქალ რეჟისორებზე, მეცნიერებზე, ექიმებზე, სპორტსმენებზე, ისტორიულად გამორჩეულ ქალებზე, ქალების მიერ მოდის სფეროში შეტანილ წვლილზე.
დამზადდა ბუკლეტები ქალ მწერლებზე. უყურეს და განიხილეს ფილმი „ამელია“, რომელიც გადაღებულია პირველი მფრინავი ქალის ამელია ერჰარტის შესახებ.
პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია სკოლის მოსწავლეებში“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს