გეზათის საჯარო სკოლაში გამოფენა - „პანდემია და სკოლა“ მოეწყო
29-03-2021

აბაშის მუნიციპალიტეტის, გეზათის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს, თუმცა დაგვეთანხმეთ, იოლი არ არის, პროტოკოლით გათვალისწინებული თითოეული პუნქტის შესრულება და შემდეგ იმის გაკონტროლება, რამდენად იცავს სასკოლო საზოგადოება წესებს.

გეზათის საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ნათელა კიკაბიძე კი ბრწყინვალედ ართმევს თავს იმ დამატებით მოვალეობას, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო თითოეული სკოლის ხელმძღვანელს დაეკისრა;

გეზათის საჯარო სკოლა აღჭურვილია საჭირო ინვენტარით - სადეზინფექციო ხსნარებით, დეზობარიერებით, საინტაიზერებით, ელექტროთერმომეტრებით... მოწესრიგებულია სველი წერტილები, მათ შორის აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით და შპს ემტნ კომპანიის მიერ მიშენებულ დამხმარე შენობაშიც.

სკოლაში რეგულაციების დაცვას ახორციელებს მონიტორინგის ჯგუფი ირმა ჯიბლაძის, ირმა ჭანტურიასა და რამინი კორძახიას შემადგენლობით, ხოლო ახალგაზრდა დამლაგებელი - ნათია ტაბატაძე მთელი პასუხისმგებლობით, ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. 

მოსწავლეები კი აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში, რასაც ადასტურებს გამოფენა „პანდემია და სკოლა“ და რომელშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203