
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ქართული ენის გაკვეთილზე კომპლექსური დავალება - „მიკრობები ყველგან ცხოვრობენ“ შეასრულეს.
მოსწავლეები დავალების შესრულებაში ხალისით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
მოსწავლეთა პედაგოგი ცამალა მუსელიანი გახლავთ.
„მოსწავლეები დიდი ხალისით მუშაობდნენ და შექმნეს კომიქსები, ელექტრონულ წიგნი Microsoft PowerPoint-ის პროგრამაში „ორი მიკრობის შეხვედრა“, გამართეს პრესკონფერენცია, სადაც კარგად მოირგეს ჟურნალისტების როლი, მიკროფონებიც კი დაამზადეს შესაბამისი ლოგოებით“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ პრეზენტაცია