ქუთაისის N5 საჯარო სკოლამ საქველმოქმედო ფონდისგან მადლობის სიგელი მიიღო
29-03-2021
ქუთაისის N5 საჯარო სკოლამ საქველმოქმედო ფონდ „გვირილასგან“ მადლობის სიგელი მიიღო.
სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები აქციაში - „გახსოვდეს, რომ მარტო არ ხარ“ მონაწილეობდნენ.
„მადლობის სიგელი „გვირილასაგან“. დიდი მადლობა ქუთაისის N5 საჯარო სკოლის მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს და რაც მთავარია ამ საქმის ორგანიზატორებს, „გვირილას“, ასეთი კეთილი საქმისათვის“,- აღნიშნულია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები საქველმოქმედო საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი.