ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ პირველკლასელებმა საანბანო პერიოდი წარმატებით დაასრულეს
29-03-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის Iკლასის მოსწავლეებმა საანბანო პერიოდი წარმატებით დაასრულეს.

სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა, მნიშვნელოვანი ეტაპის შეჯამების მიზნით, თითოეულ ასო-ბგერაზე პრეზენტაციები წარადგინეს.

„მათ ასევე შექმნეს ხელნაკეთი სამაგიდო წიგნი სახელწოდებით „ქართული ანბანი“, რომელიც თავიანთი ცოდნითა და ფანტაზიით საოცრად საინტერესო და მრავალფეროვანი გახადეს.

სკოლა „პროგრესი“ ზრდის ასეთ ნიჭიერ და კრეატიულად მოაზროვნე თაობებს, რომლებიც მომავალში არაერთი წარმატებითა და გამარჯვებით ასახელებენ სკოლასა და ქვეყანას. (პედაგოგი ნინო ყაჭეიშვილი)“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203