ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში გაიმარჯვა
29-03-2021

2021 წლის 27 მარტს, რუსლან მელაძის სახელობის, ხულოს მუნიციპალიტეტის, ქვემო ვაშლოვანის საჯაროს სკოლაში, რეგულაციების სრული დაცვით, ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გუნდები 12 საჯარო სკოლიდან, რომელთა შორის გახლდათ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გუნდი „მგოსნები“. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ჩატარდა ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის ორგანიზებით, „მწვანე სექტორის“ მიერ.

„დაძაბულ, აზარტულ და საინტერესო თამაშში ღირსეული პირველობა ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად“, - აღნიშნა თამაშის დასასრულს ქვედა ვაშლოვანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, იაგული აბულაძემ, რომელმაც მოსწავლეებთან საკუთარ დამოკიდებულებასა და იმაზეც ისაუბრა, როგორ ამაყობს მომავალი თაობით

„მსიამოვნებს ბავშვებთან ურთიერთობა; მათი წარმატება არამარტო ჩემი, არამედ ჩვენი სკოლის პედაგოგების დამსახურებაცაა, მადლიერი ვარ ახალი თაობის, როცა შრომა ერთი ასად გიფასდება და გიბრუნდება. მადლობა „მწვანე სექტორს“, მადლობა მის ორგანიზატორებს და მოწვეულ სტუმრებს ასეთი გამჭვირვალე და ობიექტური ინტელექტუალური თამაშის ჩატარებისათვის.

ვუსურვებ ჩემს სკოლას, ჩემს მოსწავლეებს, სამომავლოდ, მეტი წარმატებისთვის მიეღწიოთ და მათი რიცხობრივი მაჩვენებელი უფრო მეტი ყოფილიყოს“.

აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალურ თამაშში მე- 2 ადგილი დაბა ხულოს საჯაროს სკოლამ დაიკავა, მე-3 ადგილი კი კორტოხის საჯარო სკოლას ხვდა წილად.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203