სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლეები წიგნიერების კონკურსში მონაწილეობენ
29-03-2021
სკოლა–ლიცეუმ „ცოდნას“ VI-VII კლასის მოსწავლეები, პედაგოგების, დარეჯან ცხომარიასა და ხათუნა გრძელიძის ხელმძღვანელობით, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ ორგანიზებულ კონკურსში - „ყველაზე წიგნიერი გუნდი“ მონაწილეობენ.

სკოლის ინფორმაციით, დაკომპლექტდა  კონკურსში მონაწილე 5 გუნდი. თვენახევრის განმავლობაში, მოსწავლეებმა 8 სავალდებულო ნაწარმოები წაიკითხეს.

„მათთვის საინტერესო აღმოჩნდა თითოეული მათგანი. აღნიშნული კონკურსი ხელს უწყობს მოსწავლეთა  მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებასა და მათში წიგნიერების დონის ამაღლებას. ამასთან, კონკურსში მონაწილეობა თავისთავად გულისხმობს მოსწავლეებში მოტივაციისა და პასუხისმგებლობის გაზრდას, რისთვისაც მადლობას ვუხდით „ყველაზე წიგნიერის“ ორგანიზატორებს.(დირქეტორი - ნაზი ნადირაძე. თბილისი, ავჭალა; დ.სარაჯიშვილის 108)“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203