„ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ - ნინოწმინდის N4 სკოლაში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, პროექტი ხორციელდება
29-03-2021
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, პროექტი - „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ ხორციელდება.
სკოლის ინფორმაციით, პროექტში ჩართულია ადმინისტრაცია, კლასის ხელმძღვანელები და სხვა პედაგოგები.
„პროექტის მიზანია, მოსწავლეები და მასწავლებლები გაეცნონ სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისულ სიტუაციებში ქცევის წესებს. სკოლაში უსაფრთხო გარემოს განმტკიცებით, ხელი შეუწყონ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევასა და უსაფრთხო გარემოზე ზრუნვა იქცეს სასკოლო კულტურის შემადგენელ ნაწილად.
პროექტის ფარგლებში, ხორციელდება სხვადასხვა აქტივობა: მინი-ლექცია სამოქალაქო უსაფრთხოების წესების დაცვისა და კრიზისული სიტუაციების თავიდან აცილების სტრატეგიების შესახებ; კომიქსების შექმნა - როგორ ავირიდოთ საფრთხეები; პლაკატების კონკურსი; კომპლექსური დავალება - ცხოვრება პანდემიისას; ხანძრის დროს მოსწავლეებისა და პერსონალის ქცევის გავარჯიშება (იმიტირებული გაკვეთილი).
პროექტი მიმდინარეა და მასში ჩართულნი არიან, როგორც დაწყებითი და საბაზო, ასევე საშუალო საფეხურის მოსწავლეები, სრულდება 2021 წლის აპრილში“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს