ასურეთის საჯარო სკოლაში თემაზე - „ბულინგი და ძალადობა“ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
29-03-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა, თამარ ზაზაძემ მე-8 კლასში გაკვეთილი თემაზე „ბულინგი და ძალადობა“ ჩაატარა.

სკოლის ინფორმაციით,  გაკვეთილის მიზანი იყო ის, რომ მოსწავლეებმა გააცნობიერონ ქცევის ძალადობრივი ფორმები და გაიაზრონ საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა ბულინგის/ჩაგვრის თავიდან აცილებასა და შემცირებაში.  

„მასწავლებელმა ასევე განმარტა უცხო ტერმინები, რაც მოსწავლეებს თემის აღქმაში დაეხმარათ. გაკვეთილი მიმდინარეობდა აქტიურ კითხვა-პასუხის რეჟიმში“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203