ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერადაც, სკოლის II
გ კლასის მოსწავლეებმა
izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში დიპლომები მოიპოვეს. კლასის დამრიგებელი მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს.
„ჩემი პატარების პირველი წარმატება! გილოცავთ!“,- წერს პედაგოგი.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები