„სინათლის მოვლენები“ - კაპრეშუმის საჯარო სკოლამ ფიზიკის მოყვარულთა კლუბის წევრებს უმასპინძლა
29-03-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლა ხელვაჩაურის რესურსცენტრთან არსებულ ფიზიკის მოყვარულთა კლუბის წევრებს მასპინძლობდა.
სკოლის ინფორმაციით, კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე, რეგულაციების დაცვით, ადგილზე 10 სკოლის წარმომადგენელი იმყოფებოდა, ხოლო 18 სკოლიდან მოსწავლეები ონლაინ ჩაერთვნენ.
შეხვედრაზე თემა - „სინათლის მოვლენები“ განიხილეს.
„თემის განხილვა, ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით, მოდერატორი პედაგოგების, ია ხალვაშის, ასმათ ახვლედიანისა და ნანა ლეჟავას მიერ მოხდა.
ფიზიკის ვირტუალური ლაბორატორიის დახმარებით ბევრად უფრო მაარტივად აღქმადი და საინტერესო გახადა განხილული თემა.
სკოლამ ფიზიკის ვირტუალური ლაბორატორია საჩუქრად აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიიღო.
მადლობა მოდერატორებსა და ჩვენს მოსწავლეებს. ძალიან შინაარსიანი და ნაყოფიერი დღე იყო“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს