
დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში, მარტში მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა.
„2 მარტს მე-6 კლასის მოსწავლეებმა „დედის დღეს“ მიუძღვნეს შემოქმედებითი გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (პედაგოგი შორენა გვენეტაძე).
მათ წარმოადგინეს დედაშვილობის თემაზე შექმნილი წერილები, ჩანახატები, ლექსები, მინი-პოსტერები, ფოტოკოლაჟები.
დაამზადეს მისალოცი ბარათები IVა და IVბ კლასის მოსწავლეებმა ულამაზესი სიტყვებით, ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს დედიკოებს გაზაფხულის ეს უმშვენიერესი დღე.
ღონისძიება მოამზადეს ამავე კლასების ხელმძღვანელებმა: ლამზირა მემანიშვილმა და თამარ ქოჩიაშვილმა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.