„თანატოლებს ვურჩევდი, აქტიურად ჩაერთონ პროექტში“ -დედოფლისწყაროს N2 სკოლის მოსწავლემ, გიორგი ჭიღიტაშვილმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
29-03-2021

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ, გიორგი ჭიღიტაშვილმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა. 

„მე გიორგი ჭიღიტაშვილი ვარ 11 წლის, ვსწავლობ დედოფლისწყაროს N2 სჯარო სკოლაში. მიყვარს ინგლისური და მათემატიკა. ჩემი ჰობია ცეკვა და მუსიკა. გამიხარდა ინგლისურის ტურის დამატება და მოუთმენლად ველოდები ყოველ მესამე ხუთშაბათს. 
ჩემს თანატოლებს ვურჩევდი, აქტიურად ჩაერთონ პროექტში, რადგან ძალიან ბევრ და კარგს რამეს გვასწავლის izrune.ge. მიყვარხართ და მიხარია, რომ თქვენი წევრი ვარ“,- გვწერს წარმატებული მოსწავლე. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203