ილია ზედგინიძემ ოჯახი, ოზურგეთის N2 სკოლა და მასწავლებლები ამჯერადაც ასახელა!- პირველკლასელმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
29-03-2021

ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლემ, ილია ზედგინიძემ izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი დაიმსახურა. 

ჭკვიანი და ბეჯითი ილია ზედგინიძე უკვე რა ხანია izrune.ge-ს დიდი ოჯახის საამაყო წევრია. ილიამ ოჯახი, სკოლა და მასწავლებლები ამჯერადაც ასახელა! ილიას განსაკუთრებულად მზრუნველი ბებია ჰყავს, რომელთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოგვიგზავნა! 

„მარტის შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი აიღო ილიამ. კიდევ ერთხელ ასახელა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლა. ილია ჯერ 7 წლის არის. ჯერ მხოლოდ პირველ კლასშია და ყველა საგანში ერთნაირად არის მონდომებული. ამიტომაც უყვარს izrune.ge-ს ტესტები. მასში ყველაფერი არის გაერთიანებული. დიდი შემართებით ელოდება თვის ბოლოს და შედეგიც ყოველთვის საუკეთესო აქვს. დიდი მადლობა მთელ გუნდს. ილიას უყვარხართ ძალიან“,- გვწერს წარმატებული მოსწავლის ბებია. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203