ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლე ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დააჯილდოვა 
29-03-2021

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების სრული დაცვით, საკლასო ოთახებში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც სასკოლო ცხოვრებასა თუ სხადასხვა აქტივობაში არიან ჩართულები.

ამის ნათელი მაგალითია XI ა კლასის მოსწავლე, ქრისტინე ბუღაძე, რომელიც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ელგუჯა ბერიშვილმა დააჯილდოვა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებულ პროექტში - „გაავრცელე საქართველოს სპორტის ისტორია“ - წარმატებული მონაწილეობისთვის.

ქუთაისის N40 საჯარო სკოლა ამაყობს ქრისტინეს მიღწევებით; მასთან ერთად, კლასის დამრიგებელს, დარეჯან ნემსაძეს, ასევე სპორტის მასწავლებელს ბესიკ ჯანელიძეს ულოცავს ამ წარმატებას და უსურვებს წინსვლას. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203