„ბრძოლა მავნე ბაქტერიების წინააღმდეგ და ჰიგიენის დაცვის მნიშვნელობა“ - ზესტაფონის N1 სკოლის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება შეასრულეს
29-03-2021
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება „ბრძოლა მავნე ბაქტერიების წინააღმდეგ და ჰიგიენის დაცვის მნიშვნელობა“ შეასრულეს. 

სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა კლასელებისა და თანატოლებისთვის პრესკონფერენცია გამართეს და  გააცნეს ინფორმაცია ვირუსზე; მის გამომწვევ მიზეზებზე; გავრცელების გზებზე და როგორ უნდა ებრძოლო მის გავრცელებას ჰიგიენის დაცვის გზით.

„კომპლექსური დავალების წარდგენამდე, ჩატარდა ყველა საჭირო სამუშაო - მიიღეს მითითებები და მომზადებული პრესკონფერენცია წარადგინეს კლასის და სტუმრების წინაშე. უპასუხეს საკითხთან დაკავშირებულ დასმულ შეკითხვებს.

გაკვეთილმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი და კმაყოფილება გამოიწვია. აქტუალური საკითხის მიმართ გაიღრმავეს ცოდნა. მასწავლებელი: ნინო დარდაგანიძე“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203