ხანდოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლიური სოფლის ისტორიისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ, პრეზენტაცია მოამზადეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებელთან ერთად, მშობლიური სოფლის - ხანდოს ისტორიისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ, საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს.სკოლის ინფორმაციით, პრეზენტაციისთვის ინფორმაცია მოიძიეს ინტერნეტიდან; ინტერვიუ აიღეს სოფლის უხუცესებისგან და ფოტოებიც გადაიღეს.
„მოსწავლეებმა პრეზენტაცია წარადგინეს მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეების წინაშე.
დაბეჭდილი ვერსია განათავსეს დერეფანში, თვალსაჩინო ადგილას.
მე-9კლასის მოსწავლეები კვლავ განაგრძობენ ამ კუთხით მუშაობას. მომავალი პრეზენტაცია იქნება სამცხე-ჯავახეთის შესახებ“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და პრეზენტაცია