
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციით, მოკრძალებით და დისტანციის დაცვით, 21 მარტს, სკოლაში მაძიებელი მასწავლებლების ხელმძღვანელობით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ ჩატარდა.
„მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ საჭირო და მნიშვნელოვან ღონისძიებაში“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
იხილეთ ფოტოები