„დედამიწა ჩვენი პლანეტაა, გავუფრთხილდეთ მას“ - ჭვინთის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
29-03-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა, სახელწოდებით „დედამიწა ჩვენი პლანეტაა, გავუფრთხილდეთ მას“ გაიმართა.

სკოლის ინფორმაციით, ღონისძიება „დედამიწის საათს“ მიეძღვნა.

„27 მარტს მსოფლიოს 190 ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღეს, 20:30 საათზე თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოვრთოთ ელექტროენერგია ოჯახებსა თუ დაწესებულებებში და ამით ჩვენი წვლილი შევიტანოთ გარემოს დაცვის საკითხში - ჩვენ ხომ მსოფლიოს ნაწილი ვართ.

ღონისძიების ხელმძღვანელმა, მანანა ჩინჩალაძემ აღნიშნა, რომ პირველად სიდნეიში გამორთეს შუქი ერთი საათით და შემდეგ მთელ მსოფლიოში. 27 მარტი არის გარემოს დაცვის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების დღე. 

სკოლის დირექტორმა ისაუბრა, თუ როგორ შეუძლია თითოეულ მოსწავლეს შეიტანოს წვლილი ამ საერთო გამოწვევის დაძლევის კუთხით“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203