არეშფერანის საჯარო სკოლაში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი პრაქტიკას გაივლის
29-03-2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის არეშფერანის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოხარულია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი აღნიშნულ სკოლაში გაივლის პრაქტიკას. სკოლის დირექცია მზადაა, სხვა დროსაც ითანამშრომლოს უნივერსიტეტთან და სტუდენტებს კვალიფიკაციური განათლების მიღებაში დაეხმაროს.

„გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ სკოლა თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და თანამშრომლობის ფარგლებში, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ქართული ენისა და ლიტერატურის სტუდენტი ჩვენს სკოლაში გაივლის პრაქტიკებს. სტუდენტის პრაქტიკის ხემძღვანელები არიან სკოლის 2 ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი. 

სკოლა ყველანაირად ხელს შეუწყობს ილიაუნის სტუდენტს კვალიფიკაციური განათლების მიღებაში, უსურვებს მას წარმატებებსა და პროფესიულ წინსვლას. ასევე მინდა გაცნობოთ, რომ სკოლა თანახმაა, აქტიურად განაგრძოს თანამშრომლობა სხვა დროსაც“, - წერია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203