ბორბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტყის დაცვის საერთაშორისო დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს
29-03-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტყის დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე ნამუშევრები შექმნეს. მოსწავლეებმა აგრეთვე ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე.
აქტივობა ტყის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა. 21 მარტი ტყის დაცვის საერთაშორისო დღედ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა და 1971 წლიდან აღინიშნება.