წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში ტუბერკულოზის მსოფლიო დღეს პრეზენტაცია მიუძღვნეს
29-03-2021
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკ ხაჩიძის ლოცვა-კურთხევით, ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნა.
გიმნაზიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ეკო-კლუბის - „ხერგილის“ წევრებმა და კლუბის ხელმძღვანელმა, მარინა მუმლაძემ საკლასო აქტივობა განახორციელეს. აქტივობაში ასევე გიმნაზიის ექიმი სოფიო ხიჯაკაძე მონაწილეობდა.
„პრეზენტაციაზე დაავადებისა და მასთან ბრძოლის საშუალებების შესახებ, ინფორმაცია წარმოადგინეს.
ასევე, ისაუბრეს სტერეოტიპებსა და მისდამი სწორ დამოკიდებულებებზე.
აქტივობა მიზნად დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა. ადამიანებმა ყურადღება უნდა გამოიჩინონ დაავადების მიმართ და დროული მკურნალობით გამოჯანრთელდნენ. ტუბერკულოზი განაჩენი არ არის - ტუბერკულოზი განკურნებადია“, - ნათქვამია გიმნაზიის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს