
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში შემეცნებით-გასართობ კლუბ „სმურფების“ რიგით მესამე შეხვედრა მოეწყო თემაზე - „ჩემი კომფორტის ზონა“. შეხვედრაში VI, VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„წარმოდგენილი იყო ექვსი საპრეზენტაციო ნამუშევარი. კლუბის ჟიურის გადაწყვეტილების საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
I -IX კლასი მარიამ სიხარულიძე - თემა - „ჰოლოკოსტი. ანა ფრანკი და ევა შლოსი“.
II-IX კლასი დავით გოგოლაძე - თემა „პალეონტოლოგია“.
III-VII კლასი მარიამ ორჯონიკიძე - თემა „BTS“
და ნომინაცია „ჟიურის სიმპათია“ გადაეცა თათული გოგოლაძეს, VI კლასი, თემა - „ყველაზე საშიში და ექსტრემალური გზები“.
ღონისძიებას ორგანიზება გაუკეთეს კლუბის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა: მარიამ და ლინდა სიხარულიძეებმა. განსაკუთრებული მადლობა მათ ამისთვის“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები: