ეტალონი მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს ''თელავის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება
12-10-2016






სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დღეს თელავს სტუმრობს.


თელავის N4 საჯარო სკოლაში, ამ წუთებში, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მიმდინარეობს.


ინტელექტ-შეჯიბრში თელავის სკოლიდან გამორჩეული ახალგაზრდები  მონაწილეობენ.


ღონისძიებას ქალაქის ხელმძღვანელობა, განათლების რესურს-ცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

 



დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს "თელავის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.




"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".


პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203