ნაგების საჯარო სკოლის პედაგოგმა, მზევინარ გიგანმა მოსწავლეებისთვის დედის დღე დაუვიწყარი გახდა
29-03-2021
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების საჯარო სკოლაში დედის დღე აღნიშნა.

სკოლის ინფორმაციით, 3 მარტს დაწყებითი კლასების პედაგოგის, მზევინარ გიგანის ორგანიზებით, კრეატიული აქტივობა მიეძღვნა.

„მზევინარ გიგანმა სადამრიგებლო მე-2-მე-4 კლასების მოსწავლეებს დაავალა, გადაეღოთ დედიკოებთან ერთად ფოტოები. ფოტოების გამოყენებით, შემდეგ მისალოცი ბარათების ყდები დაამზადეს. ბარათებში კი, ჩანახატით, ტექსტით, ლექსით მიულოცეს ბავშვებმა დედებს 3 მარტი. ასე შეიქმნა წიგნი - „დედაშვილობა“.

მზევინარ გიგანმა დედის დღე თავისი მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი გახდა. მის შემოქმედებას საზღვარი არ აქვს. ნაგების სკოლის დირექცია მადლობას უხდის შრომისმოყვარე, შემოქმედ პედაგოგს“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203