„ჩვენ სითბოს, სიკეთეს, სიყვარულსა და ბედნიერებას ვაფრქვევთ“ - საციხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
29-03-2021

ხულოს მუნიციპალიტეტის საციხურის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.

„46+1- ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!!! მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს, ჩვენ სითბოს, სიკეთეს, სიყვარულს და ბედნიერებას ვაფრქვევთ და ვაგროვებთ. ეს ადამიანები არიან ყველაზე თბილები და კეთილები“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203