„პანდემია და მასთან ბრძოლის საშუალებები“ - თელავის N7 სკოლაში კონკურსი გაიმართა
29-03-2021
თელავის N7 საჯარო სკოლაში შიდა სასკოლო კონკურსი, სახელწოდებით „პანდემია და მასთან ბრძოლის საშუალებები“ ჩატარდა.

სკოლის ინფორმაციით, კონკურსში სკოლის ყველა კლასი მონაწილეობდა.

კლასებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი რესურსი: ვიდეორგოლი; პრეზენტაცია; ბროშურა; ფოტოკოლაჟი; ნახატები; კედლის გაზეთი; ესე.

საკონკურსოდ შექმნილმა ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო ნამუშევრები: საუკეთესო ანიმაცია - ანი სამხარაძე; საუკეთესო ვიდეორგოლი - ლუკა ორუჯაშვილი; საუკეთესო პოსტერი - სოფო იმერლიშვილი.

„კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება. კლასების მიერ წარმოდგენილი მასალა ეხებოდა ვირუსის შესახებ საჭირო ინფორმაციას; ასევე, თავდაცვის გზების ძიებას პანდემიის პერიოდში; შეიცავდა რჩევებსა და საპრევენციო ღონისძიებებს, რომელიც ზუსტად ითვალისწინებს ახალი კორონავირუსით(SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი და გარშემომყოფნი ვირუსისგან საგანმანათლებლო სივრცეში“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203