„46+1“ - კლდეეთის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
29-03-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ დღეს მოსწავლეებმა, სლოგანით „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ და „46+1“ აქტივობა მიუძღვნეს.
„გახსოვდეთ, დაუნის სინდრომი არ არის დაავადება, რომელიც გადამდებია. დაუნის სინდრომი არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს აქვს დამატებითი ქრომოსომა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.