„გენდერული უთანასწორობა“ - ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებლის, თამარ სამსონიძის ავტორობით ელექტრონული წიგნი შეიქმნა
29-03-2021

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები გრძელდება. ამჯერად, ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელის - თამარ სამსონიძის ავტორობით ელექტრონული წიგნი „გენდერული უთანასწორობა“ შეიქმნა.

„ელექტრონული წიგნი „Gender Inequality“/ „გენდერული უთანასწორობა“ შექმნილია Erasmus+ ისა და eTwinning-ის ფარგლებში საერთაშორისო პროექტისათვის „Tolerance“/ „ტოლერანტობა“.

პროექტის ხელმძღვანელი და ელექტრონული წიგნის ავტორი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი და სსიპ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი - თამარ სამსონიძეა.

ელექრონული წიგნი ეხება გენდერულ უთანასწორობას, მასში ახსნილია თავად ტერმინი „გენდერი“, გენდერული უთანასწორობა და თანასწორუფლებიანობა, მოყვანილია ციტატები გენდერულ უთანასწორობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ელექტრონული წიგნის ბმული
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203