„პორტრეტები მუსიკასა და სახვით ხელოვნებაში“ - გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი დაამზადეს
29-03-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საგანთაშორის კავშირის გამოყენებით შექმნეს კედლის გაზეთი თემაზე - „პორტრეტები მუსიკასა და სახვით ხელოვნებაში“.

მოსწავლეებმა მოიძიე ინფორმაცია, შეისწავლეს, თუ როგორ იქმნება პორტრეტები მუსიკასა და მხატვრობაში. ასევე გაეცნენ რობერტ შუმანის საფორტეპიანო პიესების ციკლს „კარნავალი“. გარდა ამისა, ბავშვებმა დახატეს როგორც პერსონაჟები თავიანთი მახასიათებლებით, ასევე პორტრეტები ინდივიდუალური დამახასიათებელი გარეგნობით.

მათი პედაგოგი თეა მჟავანაძეა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203