სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულებს ღონისძიება მიუძღვნეს
29-03-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის I-IV კლასების მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულები აღნიშნეს.

სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებს, კლასის ხელმძღვანელების ორგანიზებით, ღონისძიება მიუძღვნეს.

„სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებას მშობლები, კოვიდ-პანდემიის გამო, ვერ ესწრებოდნენ. ბავშვებმა თავიანთი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათი და ყვავილები დედებს სახლში მიართვეს“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203