„ჯანსაღი თაობა“ - ზერტის საჯარო სკოლაში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, საინტერესო პროექტი განხორციელდა
29-03-2021
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლამ, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, პროექტზე - „ჯანსაღი თაობა“ იმუშავა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სამუშაო პროცესში პედაგოგები და მე-7, მე-8, მე-9 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„გუნდი საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგა სკოლის დირექციის, მასწავლებლებისა და უფროსკლასელების წინაშე.
პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა დისკუსია მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემებზე.
პროექტი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან და ზოგადი განათლების შესახებ კანონთან უშუალო კავშირშია.
მოსწავლეთა კლუბს კიდევ ბევრი სამომავლო გეგმა აქვს. ისინი პოპულარიზაციას გაუწევენ საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს