განათლების მინისტრი, მონიტორინგის მიზნით, თბილისის N118 და N208 საჯარო სკოლებს ეწვია - სკოლებში ყველა რეკომენდაცია სრულფასოვნად არის დაცული
29-03-2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი N118 და N208 საჯარო სკოლებში ვირუსის პრევენციის მიზნით სკოლების მიერ შემუშავებულ სანიტარულ ნორმებს გაეცნო და სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის გატარებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია თავად სკოლების დირექტორებისგან მოისმინა.

მიუხედავად იმისა, რომ N118 სკოლაში 1230, ხოლო N208-ე 892 მოსწავლე ირიცხება, ორივე მათგანში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია სრულფასოვნად არის დაცული. სკოლები აღჭურვილია ყველა შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებით, ხოლო მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ზედმიწევნით იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.

უსაფრთხოების მიზნით, სკოლებში სანიტარიის დასაცავად, გამკაცრებულია საზედამხედველო კონტროლი. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს პედაგოგთა და სკოლის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება.

სამინისტროს მხრიდან უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სკოლებში მონიტორინგი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. როგორც მინისტრის, ასევე მინისტრის მოადგილეების მხრიდან კვლავ აქტიურად გაკონტროლდება როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე უმაღლესი სასწავლებლები და პროფესიული კოლეჯები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203