„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ - თბილისის N143 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
26-03-2021
თბილისის N143 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით მოსწავლეები კამპანიაში დიდი ხალისით ჩაერთნენ და საინტერესო ინფორმაციაც მიიღეს. 

„21 მარტს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება!
ჩვენი პატარებიც დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ ამ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან კამპანიაში!

მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203