დარჩიძეების საჯარო სკოლის მოსწავლემ, გოგიტა სურამანიძემ ქართულ ჭიდაობაში, საქართველოს პირად პირველობაში წარმატებით იასპარეზა
26-03-2021
თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის დარჩიძეების საჯარო სკოლის მოსწავლემ, გოგიტა სურამანიძემ ქართულ ჭიდაობაში, საქართველოს პირად პირველობაში წარმატებით იასპარეზა.
მოსწავლე შეჯიბრში პირველად მონაწილეობდა.
მიმდინარე წლის 19-21 მარტს, ქ. საგარეჯოში ჩატარდა საქართველოს პირადი პირველობა 2007-2009 წ.წ.-ში დაბადებულ ჭაბუკთა შორის ქართულ ჭიდაობაში. ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კარგად იასპარეზა და ორ წრეზე სუფთა გამარჯვება მოიპოვა გოგიტა სურამანიძემ, რომელიც დარჩიძეებისსაჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეა და 35 კგ. წონით კატეგორიაში ჭიდაობს.